ჩოგბურთი

0:32 | 16.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი მეოთხედფინალში

ქართველი ჩოგბურთელები ოქსანა კალაშნიკოვა და სოფო შაფათავა ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 226 728 ევრო) მეოთხედფინალში გამოეთიშნენ.

კალაშნიკოვა და შაფათავა მე-2 ნომრად განთესილ ჩეხებს – ანდრეა ჰლავაჩკოვას და ლუსი ჰრადეცკას გაეჯიბრნენ და 1:6, 2:6 წააგეს.

ოქსანამ და სოფომ ლინცის ტურნირზე 60-60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.

0.115337