ფეხბურთი

20:33 | 15.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფა პლატინის მხარს უჭერს

უეფას პრეზიდენტს მიშელ პლატინის ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები მხარს უჭერენ. შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას საგანგებო სხდომა მიმდინარეობს და ფრანგს 54 ქვეყნის ფედერაციამ მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ინფორმაცია ABCNEWS-ს ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეო ვინდტნერმა დაუდასტურა.

ფიფას ეთიკის კომიტეტმა პლატინი და ზეპ ბლატერი კორუფციული გარიგების გამო 90 დღით საფეხბურთო საქმინაობას ჩამოაშორა. ბლატერმა ფრანგს 2 მილიონი ევრო გადაურიცხა, რაც შვეიცარიულმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და გამოძიება დაიწყო. ორივე ჩინოვნიკი გადარიცხვას აღიარებს, თუმცა თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

0.117944