ჭიდაობა

18:22 | 15.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაატა ნოზაძე და ესტატე გოგლიჩიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

დღეს, ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 40 წლამდე დივიზიონში პაატა ნოზაძემ (69 კგ.) 3 მეტოქე დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ რამილ ისმაილოვს შეხვდება.

საწყის წრეებში ნოზაძემ გერმანელი უზგუნ ფერმანს (10:0) და ირანელ ნოურედინ რაჯაბს (6:2) სძლია, ნახევარფინალში კი კიდევ ერთ ირანელ ტაჰერი ჰაჯიბაბაეის 2:1 მოუგო.

70 წლამდე დივიზიონში ესტატე გოგლიჩიძემ (130 კგ.) ყირგიზი აბაკირ რისოვი 6:0 დაამარცხა, ფინალში კი ამერიკელ ჯოსელ რეასბეკს დაპირიპისპირდება.

ფინალები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის ლინკი

https://unitedworldwrestling.org/event/world-championship-13

0.11615