ფეხბურთი

18:18 | 15.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე – ოფიციალურად “შახტარში” და 21-წლამდელებში თამაშიც

გიორგი არაბიძე დონეცკის “შახტარმა” უკრაინის პრემიერლიგის განაცხადში შეიყვანა. 17 წლის ქართველი გარემარბი 20 ნომრით ითამაშებს. როგორც “მსოფლიო სპორტი” ადრეც წერდა, გიორგი “შახტარის” ძირითად გუნდში ვარჯიშობდა, მაგრამ თამაშის უფლება არ ჰქონდა. მხოლოდ ამხანაგურებში შეეძლო თამაში.

გუშინ არაბიძემ “შახტარის” 21-წლამდელებში ითამაშა. კიევის “დინამოს” 21-წლამდელებთან დონეცკელებმა გასვლაზე 0:2 წააგეს და ქართველმა პირველი ტაიმი გაატარა მინდორზე. ეს მისი დებიუტი იყო ჩემპიონატში.

ვნახოთ, რამდენად მიეცემა პრაქტიკა მირჩა ლუჩესკუს გუნდში. ეს იოლი არ იქნება, “შახტარი” სავსეა მაღალი კლასის ფეხბურთელებით.

ვანო ხუციშვილი

0.117714