საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში, უეფაში იმყოფება. ლევან კობიაშვილი და ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ნიონში დღეს გაემგზავრნენ.
უეფას შტაბ-ბინაში დაგეგმილ შეხვედრაზე, ამ ორგანიზაციის წევრი 54 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები მიიწვიეს.
ქართული დელეგაცია შვეიცარიაში სხვადასხვა რანგის შეხვედრებს გამართავს და საქართველოში ხვალ დაბრუნდება.
სფფ-ის პრესსამსახური