ჩოგბურთი

15:51 | 15.10.2015 | ნანახია 637 - ჯერ

გორგოძე 2 ტიტულისთვის იბრძვის

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მე-3 ნომრადაა განთესილი, ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

გორგოძემ მე-7 რეიტინგის მქონე უზბეკ არინა ფოლტსს 6:4, 6:2 სძლია და ფინალის საგზურს რუს პოლინა ნოვიკოვას შეეცილება. ამ უკანასკნელმა სოფო ქვაცაბაია (მე-2 განთესვა) 3:6, 6:3, 6:3 დაამარცხა.

წყვილთა ტურნირში პირველ ნომრად განთესილმა გორგოძემ და ქვაცაბაიამ მე-4 რეიტინგის მქონე უზბეკურ-რუსულ დუეტს (ფოლტსი-ლოდიკოვა) 6:2, 6:2 მოუგეს და ფინალში ყაზახურ-რუსულ ტანდემს (კერიმბაიევა-ლაზარევა, მე-2) დაუპირისპირდებიან.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:06 | 15.10.2015
wesly (7)

როგორ მიყვარს ეს გოგონა...წარმატებები

16:56 | 15.10.2015
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

0.125061