ფეხბურთი

15:50 | 15.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილმა ტრავმა მოირჩინა

პოლონეთის “პოგონის” ქართველმა თავდამსხმელმა ლადო დვალიშვილმა ტრავმა მოირჩინა და ვარჯიშს შეუდგა. “პოგონის” საიტის ცნობით, ლადოს უკვე შეუძლია თამაში.

დვალიშვილი ამ ზაფხულს დანიის “ოდენსედან” გადავიდა პოლონურ გუნდში და ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია. ის ორი კვირის წინ “იაგელონიასთან” მატჩის დროს დაშავდა.

“პოგონი” ცხრილში საკმაოდ მაღლა, მეორე ადგილზეა და ამ უქმეებზე “ზაგლებიეს” ეთამაშება.

ვანო ხუციშვილი

0.124481