ფეხბურთი

13:57 | 15.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი ძირითად ჯგუფში დაბრუნდა

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა, რომელმაც მხრის ტრავმის რეციდივის გამო ეროვნული გუნდის ბოლო თამაშები გამოტოვა, სრულფსოვანი ვარჯიში განაახლა.

“სამეფო კლუბის” წარმომადგენლების ცნობით, 29 წლის ფეხბურთელი ოთხშაბათის ვარჯიშზე ჩვეულებისამებრ გამოცხადდა და ძირითად ჯგუფთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა.

ამრიგად, რამოსს შეუძლია მომავალ შაბათს, პრიმერა დივიზიონის მორიგ ტურში “ლევანტეს” წინააღმდეგ ითამაშოს.

სერხიომ მხარი ჩემპიონთა ლიგაზე, დონეცკის “შახტართან” 4:0 მოგებულ შეხვედრაში დაიზიანა.

0.112872