ფეხბურთი

13:13 | 15.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალი ბინ ალ-ჰუსეინმა ფიფას პრეზიდენტობაზე განაცხადი შეიტანა

იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა ფიფას პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა.

არჩევნები მომავალი წლის 26 თებერვალს უნდა ჩატარდეს, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ვადები შეიცვალოს.

“ფიფაში არსებული კრიზისი, შესაძლოა პოზიტიური ცვლილებებისთვის იქნას გამოყენებული. ორგანიზაციის მომავალთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვისას, ძალიან ბევრი კარგი იდეა დაგვებადა. ახლა საჭიროა, რომ ეს იდეები განვახორციელოთ - მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დადგება კარგი მომავალი. ამისათვის ლიდერია საჭირო. დარწმუნებული ვარ, შევძლებ ფიფას ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანას, ის აღიდგენს რეპუტაციას და პატივისცემას” - განუცხადა BBC-ის ალ-ჰუსეინმა.

შეგახსენებთ, რომ ფიფას ამჟამინდელი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, კორუფციულ სკანდალშია ეჭვმიტანილი და დროებით ჩამოშორებულია საქმიანობას.

პრინცმა ალიმ ფიფას ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, პირველ ტურში მან 73 ხმა მიიღო, ბლატერმა კი 133. საბოლოოდ, მეორე ტურში ალი ბინ ალ-ჰუსეინმა კანდიდატურა მოხსნა.

0.172284