ფეხბურთი

12:53 | 15.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანდიდატებს ზეედორფიც დაემატა

ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე ორ კანდიდატურას განიხილავს.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი რონალდ კუმანი იყო და ახლა მას კონკურენციას კლარენს ზეედორფი გაუწევს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გუნდი ამჟამინდელ თავკაცს, დანი ბლინდს უნდა მოემზადებინა, თუმცა, Tuttosport-ის მტკიცებით, ის დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჰოლანდიის ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ჩააგდო, ჯგუფში მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავა და მთავარი ტურნირის მიღმა დარჩა.

მოცემული მომენტისთვის კუმანი ინგლისის პრემიერლიგაში, “საუთჰემპტონის” მთავარ მწვრთნელად მუშაობს. რაც შეეხება ზეედორფს, ის დროებით უმუშევარია.

0.118078