ჭადრაკი

11:19 | 15.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰოუ იფანმა ჩემპიონობა ვადაზე ადრე მოიპოვა

დასარულს მიუახლოვდა ქალთა შორის 2015-16 წლების გრან- პრის გათამაშების პირველი ეტაპი, რომელსაც მონაკო მასპინძლობს. ვადაზე ადრე გახდა ცნობილი პირველი და ბოლო, მე-12 ადგილის მფლობელის ვინაობა.

ასპარეზობის ერთპიროვნულმა ლიდერმა, ქალთა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ჰოუ იფანმა ბოლოსწინა, მე-10 ტურში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარია მუზიჩუკი დაამარცხა, 8.5 ქულა დააგროვა, უახლოეს მდევარ ჰამპი კონერუს 1.5 ქულით გაუსწრო და პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდა.

რაც შეეხება ტურნირის მონაწილეთა შორის ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე სარასადატ ხადემალშარიეს, მას 1.5 ქულა აქვს და კარგა ხანია, რაც ბოლო ადგილი დაიბევა.

ქართველი გულშემატკივრებისათვის ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ზედიზედ მე-3 შეხვედრა მოიგო ქართველმა საერთაშორისო დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ, რომელიც ამ ტურში ანა მუზიჩუკს ხვდებოდა. ძაგნიძეს არც ზედიზედ მე-4 გამარჯვების მოპოვება უნდა გაუჭირდეს, რადგან ბოლო ტურში მისი მეტოქე ხადემალშარიე იქნება.

მე-10 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

მარია მუზიჩუკი(უკრაინა)-ჰოუ იფანი(ჩინეთი) 0-1

პია კრამლინგი(შვედეთი)-ჰამპი კონერუ(ინდოეთი) 0.5-0,5

ალექსანდრა კოსტენიუკი(რუსეთი)-ნატალია პოგონინა(რუსეთი) 0.5-0.5

სარასადატ ხადემალშარიეჰი(ირანი)-ანტუანეტა სტეფანოვა(ბულგარეთი) 0-1

ნატალია ჟუკოვა(უკრაინა)-ალმირა სკრიპჩენკო(საფრანგეთი) 0.5-0.5

ანა მუზიჩუკი(უკრაინა)-ნანა ძაგნიძე(საქართველო) 0-1

სატურნირო მდგომარეობა 10 ტურის შემდეგ:

1.ჰოუ იფანი 8.5 ქულა

2.კონერუ 7.0

3.მ.მუზიჩუკი 6.5

4-5.კრამლინგი, პოგონინა 5.5-5.5

6-7.სტეფანოვა-კოსტენიუკი 5.0-5.0

8-10.ძაგნიძე, ჟუკოვა, სკრიპჩენკო 4.0-4.0

11.ა.მუზიჩუკი 3.5

12.ხადემალშარიეჰი 1.5

მე-11 ტურის შეხვედრათა განრიგი:

კონერუ-ა.მუზიჩუკი

პოგონინა-კრამლინგი

ჰოუ იფანი-კოსტენიუკი

სკრიპჩენკო-მ.მუზიჩუკი

სტეფანოვა-ჟუკოვა

ძაგნიძე-ხადემალშარიე

0.115144