ფეხბურთი

21:14 | 14.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016-ის შესარჩევის სიმბოლური

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის სიმბოლური ნაკრები და მისი სათადარიგო შემადგენლობა გამოაქვეყნა.

შესარჩევის საუკეთესო თერთმეტეულში ორი მოთამაშე მხოლოდ უელსიდანაა წარდგენილი, დანარჩენი ცხრა ფეხბურთელი კი, სხვადასხვა ნაკრების ღირსებას იცავს.

საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: კურტუა (ბელგია)

მცველები: კეჰილი (ინგლისი), უილიამსი (უელსი), დარმიანი (იტალია), რაცი (რუმინეთი)

ნახევარმცველები: დევისი (ჩრდილო ირლანდია), სიგურდსონი (ისლანდია), ალაბა (ავსტრია)

თავდამსხმელები: ბეილი (უელსი), მიულერი (გერმანია), ლევანდოვსკი (პოლონეთი)

თადარიგში მოხვდნენ: ტატარუშანუ (რუმინეთი), გლიკი (პოლონეთი), ალბა (ესპანეთი), პერიშიჩი (ხორვატია), ჰამშიკი (სლოვაკეთი), დე ბრუინი (ბელგია), ძიუბა (რუსეთი).

თეგებიევრო 2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12104