ჩოგბურთი

17:52 | 14.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაია და გორგოძე მეოთხედფინალში

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ გასულ კვირას ყაზახურ შიმკენტში გამართული 10-ათასიანი ტურნირი მოიგო და ამ დღეებში ანალოგიური წარმატებისთვის იბრძვის.

ქვაცაბაია მე-2 ნომრადაა განთესილი და მერვედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული რუსი ვალერია პოგრებნიაკი 6:2, 6:4 დაამარცხა. მეოთხედფინალში სოფოს მეტოქე კიდევ ერთი რუსი პოლინა ნოვიკოვა იქნება.

მეოთხედფინალშია ეკატერინე გორგოძეც (მე-3 განთესვა), რომელმაც უზბეკ გუზალ იუსუპოვას 6:0, 6:2 მოუგო და მომდევნო რაუნდში მე-7 რეიტინგით მოასპარეზე მორიგ უზბეკ არინა ფოლტსს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში პირველი განთესვის მქონე გორგოძემ და ქვაცაბაიამ რუს კლიმუშკინას და უზბეკ სტახანოვას 6:2, 6:1 სძლიეს და ნახევარფინალში გააღწიეს, სადაც მე-4 რეიტინგის მქონე უზბეკურ-რუსულ დუეტს (ფოლტსი-ლოდიკოვა) ეთამაშებიან.

0.107911