პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ 2014/15 წლების ოქროს ბუცის მოგების შემდეგ, “მარკასთან” საუბრისას განაცხადა, რომ მისი ოცნება მადრიდის “რეალში” კარიერის დასრულებაა.
“ჩემი ოცნება მადრიდის “რეალში” კარიერის დასრულებაა. თუ თავს კარგად უვლი შეგიძლია 40 წლამდე ითამაშო. ასე რომ, ვაპირებ მომდევნო 5-6 წელიწადი მაღალ დონეზე ვიასპარეზო. “რეალში” თავს კარგად ვგრძნობ და ამ გუნდთან ერთად ბევრი ტიტულის მოხვეჭა მსურს.” – განაცხადა პორტუგალიელმა.
რონალდუმ "ოქროს ბუცი" მეოთხედ მოიგო და ამ მხრივ რეკორდსმენია. 2014/15 წლების სეზონამდე ევროპის საუკეთესო ბომბარდირები სამ-სამჯერ ის და არგენტინელი ლიონელ მესი გახლდნენ.