კალათბურთი

12:37 | 14.10.2015 | ნანახია 2350 - ჯერ

ზაზამ “ოკლაჰომას” 13 ქულა ჩაუგდო

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსი” წინასასეზონო გასვლით შეხვედრაში “ოკლაჰომასთან” 88:100 დამარცხდა. ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 17 წუთი დაჰყო. ამ დროში ზაზამ გუნდს 13 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა ცენტრმა ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. ფაჩულიას მოედანზე ყოფნისას ტეხასურმა კლუბმა “ოკლაჰომაზე” 6 ქულით მეტი ჩააგდო.

მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა ტეხასელთა უკანახაზელმა ჯონ ჯენკინსმა ჩააგდო. “ოკლაჰომაში” 19 ქულით რასელ უესტბრუკი გამოირჩა.

“დალასის” შემადგენლობაში გუნდის ორ ლიდერს დერონ უილიამსს და დირკ ნოვიცკის კვლავ არ უთამაშიათ.

“დალასი” მორიგ შეხვედრას ტეხასში 17 ოქტომბერს “ატლანტა ჰოუქსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:49 | 15.10.2015
BEERTRANCE (97819)

კარგი შედეგიანობა ჰქონდა მიცემულ დროშI. აბა შენ იცი ზაზა.

00:33 | 15.10.2015
georgiano11 (579)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/671088999638850/photos/a.673179716096445.1073741826.671088999638850/914749535272794/?type=3&theater')>0?'https://www.facebook.com/671088999638850/photos/a.673179716096445.1073741826.671088999638850/914749535272794/?type=3&theater':'https://www.facebook.com/671088999638850/photos/a.673179716096445.1073741826.671088999638850/914749535272794/?type=3&theater'))

20:24 | 14.10.2015
Z U R A (18341)

კაპიტანიშე იხოდება ნელ-ნელა ^_^ საუკეთესო სეზონი უნდა დადოს წელს....

18:32 | 14.10.2015
პანტელეიმონი (4347)

ზაზა, შე მაგარო!

17:40 | 14.10.2015
cicerona (436)

13 ქულა ცოტა არაა

15:42 | 14.10.2015
sabonis (9584)

არა რა მარტო ზაზას არ ეხება და ისე ხდება, რომ როცა ჩვენები ნორმალურ ქულებს აგროვებენ მათი გუნდები ვერასოდეს იგებენ.

15:43 | 14.10.2015
sabonis (9584)

ნუ თითქმის ვერასოდეს.

14:40 | 14.10.2015
federer (17) (15576)

13 ქულა მშვენიერი მონაგარიაა, დაახლოებით ამ ზღვარზე რომ ითამაშოს ზაზამ ამ სეზონში ძალიან კარგი იქნებაა

13:44 | 14.10.2015
stoikovich (5984)

წარმატებები ზაზას, სრული შემადგენლობით უკეთ ათამაშდება დალასი

13:25 | 14.10.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

მიდი ზაზა, კაპიტანიშეეეეეეე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.145161
სარეკლამო ადგილი - 99
X x X