ფეხბურთი

10:23 | 14.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

წილისყრის მოლოდინში

18 ოქტომბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის მომავალი წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის კენჭისყრა ჩატარდება. თავთავიანთ ჯგუფებში მესამე ადგილზე გასული 8 ნაკრები დაწყვილდება და საფრანგეთის კონტინენტის პირველობის 4 საგზურს გაითამაშებს. საპლეიოფე შეხვედრები 12 და 17 ნოემბერს გაიმართება.

უეფამ რეიტინგის მიხედვით ნაკრებები განთესა. მაშ ასე, განთესილებში ბოსნია, უკრაინა, შვედეთი და უნგრეთი მოხვდნენ. ცხადია, ეს ნაკრებები ერთმანეთს არ შეხვდებიან, მათ მოწინააღმდეგეებს შორის კი განუთესავები, დანია, ირლანდია, ნორვეგია და სლოვენია იქნებიან.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გამოსვლის უფლება დაბევებული აქვთ ინგლისს, ჩეხეთს, ისლანდიას, ავსტრიას, პორტუგალიას, ჩრდილოეთ ირლანდიას, ესპანეთს, შვეიცარიას, იტალიას, ბელგიას, უელსს, ალბანეთს, რუმინეთს, გერმანიას, პოლონეთს, რუსეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, თურქეთს, საფრანგეთს.

თეგებიევრო 2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11379