ფეხბურთი

3:16 | 14.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდია ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ძალიან საინტერესოდ, სენსაციურად და დრამატულად დასრულდა. ჰოლანდიის ნაკრები კიდევ ერთხელ შერცხვა, “ამსტერდამ არენაზე” ჩეხეთთან წააგო და ჯგუფში დამსახურებულად ჩარჩა, ხოლო თურქეთის ნაკრებმა 89-ე წუთზე მოახერხა ისლანდიის გატეხვა, რასაც ისიც დაემატა, რომ ყაზახეთმა გასვლაზე ლატვია დაამარცხა. შესაბამისად, ყაზახეთი მე-5 ადგილზე გადავიდა და ამით თურქეთმა იხეირა, რადგანაც ყაზახებთან თურქებს ორივე მატჩი აქვთ მოგებული. ასე რომ, თურქებმა უნგრეთს 1 ქულით გადაასწრეს და როგორც საუკეთესო მე-3 ადგილოსანი ევრო 2016-ზე ითამაშებს.

A ჯგუფი

ჰოლანდიის ნაკრებმა იცოდა, რომ მათი ბედი ისლანდიაზე გახლდათ დამოკიდებული, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მოგება მართებდათ. მაგრამ, დენი ბლინდის შეგირდებმა ისე ითამაშეს, როგორც მთელ შესარჩევში და კიდევ ერთი მარცხი იწვნიეს. ჩეხებმა პირველი ნახევარი კადერაბეკის და სურალის გოლებით მოიგეს. 43-ე წუთზე სტუმრებს სუჩი გაუძევეს, თუმცა ვერც რიცხობრივმა უპირატესობამ უშველა ჰოლანდიას. შავ დღეში მყოფი მასპინძლები არც რობინ ვან პერსიმ დაინდო, რომელმაც 66-ე წუთზე თავური დარტყმით ძალიან ლამაზი ავტოგოლი გაიტანა. ოთხ წუთში კლას-იან ჰუნტელაარმა ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო 84-ე წუთზე ვან პერსიმ შეცდომა გამოასწორა, თუმცა ძალიან გვიანი აღმოჩნდა და ნებისმიერ შემთხვევაში, ჰოლანდიის ნაკრები ჯგუფში ჩასარჩენად გახლდათ განწირული – 2:3.

სამწუხაროდ, ევრო 2016 ისეთი ფეხბურთელების გარეშე ჩაივლის, როგორებიც არიან: არიენ რობენი, უესლი სნეიდერი, რობინ ვან პერსი, მემფის დეპაი და ა.შ. "ნარინჯისფერები" ევროპის ჩემპიონატს მიღმა 1984 წლის შემდეგ პირველად დარჩნენ...

ევრო 2016-ის საგზური ზღაპარში მოიპოვა თურქეთის ნაკრებმა. ფათიჰ თერიმის შეგირდები საუკეთესო მე-3 ადგილოსნები ერთადერთ შემთხვევაში ხდებოდნენ – მათ ისლანდია უნდა დაემარცხებინათ შინ, ხოლო ყაზახეთს გასვლაზე ლატვიასთვის უნდა მოეგო. ასეთ შემთხვევაში ყაზახეთი ლატვიას უსწრებდა და მე-5 ადგილზე გადადიოდა, რაც თურქეთს ძალიან აწყობდა, რადგანაც ლატვიასთან ორი ფრე ჰქონდა ნათამაშები, ხოლო ყაზახებთან ორივე მატჩი მოგებული და მე-3 ადგილოსნების ჭიდილში 4 ქულით მეტი ექნებოდა. თურქთა საბედნიეროდ, ყაზახებმა კუატის გოლით ლატვია დაამარცხეს და მე-5 ადგილი დაიკავეს. ფათიჰ თერიმის გუნდმა კი, შეხვედრის 89-ე წუთზე მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა. იმ მომენტისთვის მასპინძლები გიოკხან ტორეს გაძევების გამო 10 კაცით იყვნენ დარჩენილნი. სელჩუკ ინანმა ულამაზესი ჯარიმის გატანა მოახერხა და თავის სამშობლო ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.

თურქეთი – ისლანდია 1:0 (0:0)

გოლი: ინანი (89)
გაძევება: ტორე (78)

ჰოლანდია – ჩეხეთი 2:3 (0:2)

გოლები: 0:1 კადერაბეკი (24), 0:2 სურალი (35), 0:3 ვან პერსი (66 ს.კ), 1:3 ჰუნტელაარი (70), 2:3 ვან პერსი (83)
გაძევება: სუჩი (42)

ლატვია – ყაზახეთი 0:1 (0:0)

გოლი: კუატი (65)

1.

ჩეხეთი

10

7

1

2

19:14

22

2.

ისლანდია

10

6

2

2

17:6

20

3.

თურქეთი

10

5

3

2

14:9

18

4.

ჰოლანდია

10

4

1

5

17:14

13

5.

ყაზახეთი

10

1

2

7

7:18

5

6.

ლატვია

10

0

5

5

6:19

5

B ჯგუფი

B ჯგუფში პირველი ორი ადგილის მფლობელის ვინაობა გარკვეული გახლდათ, ხოლო მე-3 ადგილის დაკავება ბოლო ტურის წინ სამ გუნდს შეეძლო.

ბელგიის ნაკრებმა მერტენსის, დე ბრუინისა და აზარის გოლებით ისრაელი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი მოუსპო. ერთადერთი, რაც სტუმრებმა მოახერხეს პრესტიჟის გოლის გატანაა – ტომერ ჰომედიმ ანგარიში 88-ე წუთზე დაასველა – 3:1.

უელსის ნაკრებმა შინ ანდორა მიიღო და მხოლოდ ორი უპასუხო გოლი აკმარა. თავის გამოჩენა აარონ რემსიმ და გარეტ ბეილმა მოახერხეს.

ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში კვიპროსმა ნიქოზიაში ბოსნიას უმასპინძლა. მატჩი უაღრესად დაძაბული, ხისტი და უხვგოლიანი გამოდგა. სტურებმა პირველ ნახევარში ორჯერ იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ორჯერვე აღადგინეს წონასწორობა და ტაიმი 2:2 დასრულდა. გადამწყვეტი დურიჩის მიერ 67-ე წუთზე გატანილი გოლი აღმოჩნდა. კვიპროსს ფლეი-ოფის საგზურის მოსაპოვებლად უკვე ორი გოლი სჭირდებოდა, რისი რესურსიც აღარ აღმოაჩნდათ და მე-3 ადგილი ბოსნიას დარჩა.

კვიპროსი – ბოსნია 2:3 (2:2)

გოლები: 0:1;1:2 მედუნჯანინი (13;44), 1:1 ხარალამბიდისი (32), 2:2 მიტიდისი (41), 2:3 დურიჩი (67)

უელსი – ანდორა 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 რემსი (50), 2:0 ბეილი (86)

ბელგია – ისრაელი 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 მერტენსი (64), 2:0 დე ბრუინი (78), 3:0 აზარი (84), 3:1 ჰემედი (88)

1.

ბელგია

10

7

2

1

24:5

23

2.

უელსი

10

6

3

1

11:4

21

3.

ბოსნია

10

5

2

3

17:12

17

4.

ისრაელი

10

4

1

5

16:14

13

5.

კვიპროსი

10

4

0

6

16:17

12

6.

ანდორა

10

0

0

10

4:36

0

H ჯგუფი

იტალიის ნაკრებმა რომში ნორვეგიის ნაკრები დაამარცხა, რითაც ხორვატიამ ისარგებლა, მალტა დაამარცხა და ევრო 2016-ის საგზური მოიპოვა.

ნორვეგიის ნაკრებს მე-2 ადგილის შესანარჩუნებლად მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, რასაც მაქსიმალურად ეცადნენ და 73-ე წუთამდე, ტეტის მიერ 23-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ კიდეც, მაგრამ ჯერ ფლორენციმ, ხოლო 82-ე წუთზე გრაციანო პელემ სტუმრები დაამწუხრეს და ნორვეგიას ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ფლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა – 2:1.

ხორვატიის ნაკრებმა მალტის სუსტი ნაკრები ივან პერიშიჩის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა გასვლაზე, ხოლო ბულგარეთმა შინ აზერბაიჯანს სძლია.

იტალია – ნორვეგია 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ტეტი (23), 1:1 ფლორენცი (73), 2:1 პელე (82)

მალტა – ხორვატია 0:1 (0:1)

გოლი: პერიშიჩი (25)

ბულგარეთი – აზერბაიჯანი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ალეკსანდროვი (20), 2:0 რანგელოვი (56)

1.

იტალია

10

7

3

0

16:7

24

2.

ხორვატია

10

6

3

1

20:5

20

3.

ნორვეგია

10

6

1

3

13:10

19

4.

ბულგარეთი

10

3

2

5

9:12

11

5.

აზერბაიჯანი

10

1

3

6

7:18

6

6.

მალტა

10

0

2

8

3:16

2


ამრიგად, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე 24 ნაკრებიდან 20-ის ვინაობა ცნობილია.

ჯგუფების პირველ ადგილოსნები არიან: ჩეხეთი, ბელგია, ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, ჩრდილო ირლანდია, ავსტრია, იტალია, პორტუგალია

ჯგუფების მეორე ადგილოსნები არიან: ისლანდია, უელსი, სლოვაკეთი, პოლონეთი, შვეიცარია, რუმინეთი, რუსეთი, ხორვატია, ალბანეთი

საუკეთესო მესამე ადგილოსანია: თურქეთი

ტურნირის მასპინძელია: საფრანგეთი

ფლეი-ოფში დარჩენილი ოთხი საგზურისთვის იბრძოლებენ: ბოსნია, უკრაინა, ირლანდია, სლოვენია, უნგრეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია.

თეგებიევრო 2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.375568