“ბარსელონას” ბრაზილიელი შემტევი ნეიმარი დარწმუნებულია, რომ “ოქროს ბურთის” ტიტულს მესი დაეუფლება.
“ლეო ფავორიტია, ამ წელს “ოქროს ბურთი” მესისაა, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მესი ამ ჯილდოს თავისი მიღწევებით იმსახურებს. ლეო ჩემი კუმირია. თუ მისგან ბევრს ვისწავლი, შესაძლოა, ერთ დღეს “ოქროს ბურთი” მეც მოვიგო”- განაცხადა ნეიმარმა.
“ოქროს ბურთის” გამარჯვებულს 2016 წლის 11 იანვარს ფიფას მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე გამოავლენენ.