რაგბი

20:00 | 13.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარ ლაპასე: "მიმდინარე მსოფლიო თასი ტურნირის ისტორიაში ყველაზე კონკურენტუნარიანი გამოდგა"

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ბერნარ ლაპასე, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიმდინარე მსოფლიო თასი ტურნირის ისტორიაში ყველაზე კონკურენტუნარიანი გამოდგა.

40 ჯგუფური მატჩის შემდეგ, მსოფლიო თასის ისტორიამ ბევრი უჩვეულო მოვლენა შემოინახა - ყველაზე გამორჩეული კი იაპონიის მიერ სამხრეთ აფრიკის დამარცხება იყო, რასაც ბევრი უცნაური მატჩი მოყვა, გასაოცარი იყო რეიტინგის ცვლილებებიც. სტატისტიკის მიხედვით 2011 წლის შემდეგ მოგების სხვაობა საშუალოდ 28 ქულიდან 24 ქულამდე შემცირდა, ასევე საშუალო მონაცემების შემცირება მოხდა პირველი და მეორე დონის გუნდების დაპირისპირებულ ანგარიშებს შორისაც, რომელიც 36 დან 30 ქულამდე შემცირდა, მაშინ, როდესაც ამაზე დაბალი სხვაობა 1999 წლის მსოფლიო თასის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

ლაპასეს განცხადებით, ეს ყველაფერი მიმდინარე მსოფლიო თასის უნიკალურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და 2015 წლის მსოფლიო თასი, მართლაც, რეკორდულად გლობალური რაგბის დღესასწაულია.

„მსოფლიო თასისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას არსებული ფანზონებში, მედია გაშუქებაში და სოციალური მედიაში გულშემატკივრების უპრეცენდენტო ჩართულობაც ამტკიცებს.“

ბურთის თამაშში ყოფნის დრო გასული მსოფლიო თასის შემდეგ 43%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც ლელოების რაოდენობა მატჩის განმავლობაში საშუალოდ 6.1%-იდან 5.8%-მდე შემცირდა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ გასული 4 წლის განმავლობაში თითოეულმა გუნდმა დაცვის ხაზი აშკარად გააძლიერა.

მსოფლიოს მასშტაბით იზრდება რაგბის ქომაგების რაოდენობაც. მედია სტატისტიკის მიხედვით, იაპონელი გულშემატკივრების რაოდენობამ სამოას მატჩის მსვლელობისას რეკორდულ რაოდენობას - 25 მილიონს მიაღწია, მაშინ, როდესაც ირლანდია - საფრანგეთის თამაშს 1.4 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს.

რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალური ვიდეოების ნახვის მონაცემები 120 მილიონ მაყურებელს ასახავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე მსოფლიო თასის გამხსნელი კვირის მაყურებელთა რაოდენობა უფრო მეტი იყო ვიდრე 2011 წლის მსოფლიო თასის გულშემატკივრების სრული რაოდენობა.

ლაპასეს თქმით: „ ეს რაგბის უდიდესი ზეიმია და ძალიან სასიხარულოა ამდენი ადამიანის ჩართულობა მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც სოციალური მედიის საშუალებით ამდენ კარგ ემოციას უზიარებენ ერთმანეთს.“

ინგლისის მსოფლიო თასი ბილეთების რაოდენობის 97% გაყიდულია, რაც რეკორდის მოხსნასთან ძალიან აახლოვებს მიმდინარე ტურნირს.

ინგლისი 2015-ის მმართველი დირექტორის სტეფან ბრაუნის განცხადებით: „ყველა მასპინძელი ქალაქმა, ლოკაციებმა და გუნდის ბაზებმა ფენომენალური როლი ითამაშეს ტურნირის წარმატების კონტრიბუციაში. ინგლისისა და უელსის სტადიონებმა 1.8 მილიონ მაყურებელს უმასპინძლა, მაშინ როდესაც 750,000 გულშემატკივარი თავის ფავორიტს ფანზონიდან ქომაგებოდა.“

ამჯერად მსოფლიოს ყურადღება მეოთხედფინალებზე გადადის, შაბათს თვიქნემზე, პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკა უელსს დაუპირისპირდება, ამავე დღეს მილენიუმზე ახალი ზელანდია-საფრანგეთის რკენას ვიხილავთ. კვირის მატჩებში კი ირლანდია-არგენტინა და ავსტრალია-შოტლანდია შეებმება ერთმანეთს.

www.rugby.ge

0.136174