რაგბი

18:40 | 13.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო თასის ორგანიზატორებმა ჯგუფური ეტაპი შეაჯამეს

ახლა, როდესაც მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, სხვა და სხვა საკითხების განხილვის მიზნით, მსოფლიო თასის ორგანიზატორები თვიქენჰემზე წარდგნენ მედიის წინაშე. დაისვა კითხვები იმ საჭირბოროტო საკითხების შესახებ, რომლებმაც თავი იჩინა ჯგუფური ეტაპის მსვლელობისას - მატჩების განრიგები, ტელე-რეფის გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ.

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამ ინტერვიუდან. სრული სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს

ამ ეტაპზე რას ფიქრობთ მსოფლიო თასის მსვლელობაზე?

ბრეთ გოსფერი, მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი დირექტორი:

ძალზე საინტერესო ჯგუფური ეტაპის მომსწრენი გავხდით. ახლა დიდი მოლოდით ველით მეოთხედფინალებს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ‘ინგლისი 2015’ მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე დიდ და წარმატებულ ტურნირად ჩაითვლება.

ტურნირს მსოფლიო მასშტაბით რეკორდული ოდენობის ქომაგები დაესწრნენ, რომლებმაც თავისმხრივ, სულ უფრო მეტი ადამიანი დააინტერესა რაგბით.

ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ინგლისის ცუდი თამაშის გამო, მასპინძლებს შესაძლოა ხელი აეღოთ საორგანიზაციო საკითხების ზედმიწევნით შესრულებაზე, მაგრამ ეს ასე არაა და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

მასპინძლები თავიანთ საქმეს საუცხოოდ ართმევენ თავს და იმედი გვაქვს, რომ ინგლისელი ქომაგებიც ბოლომდე იქნებიან ჩართულნი ტურნირში.

ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებები მე-2 დონის სარაგბო ქვეყნების მიმართ არასამართლიანად მკაცრია სხვებთან შედარებით...

ჩვენ არ დავეთანხმებით ამ აზრს. ტურნირის დაწყებამდე, ყველა მონაწილეს დაეგზავნა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას მივაქცევდით განსაკუთრებულ ყურადღებას და რა ქმედებების მიმართ ვიქნებოდით განსაკუთრებით მკაცრნი.

მე აზრსაც კი ვერ ვნახულობ იმაში თუ რატომ უნდა გვქონოდა განსხვავებული დამოკიდებულება, რომელიმე გუნდის მიმართ, რადგან ჩვენ მიზანს მათ შორის მე-2 დონის ქვეყნების წარმატებაც წარმოადგენს.

სადისციპლინო სისტემა ჩვენგან დამოუკიდებლად მოქმედებს. მიგვაჩნია, რომ ყველანაირი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველას თანაბრად და სამართლიანად ვეპყრობით.

ყველა მე-2 დონის ქვეყანა იმას აცხადებს, რომ მათი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეტი მატჩი პირველი დონის ქვეყნების წინააღმდეგ. ამ კუთხით იგეგმება რაიმე ცვლილებები?

ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ განვითარებისა და პროგრესისთვის მე-2 დონის ქვეყნებისთვის აუცილებელია პირველი დონის ნაკრებების წინააღმდეგ ხშირი თამაში. ჩვენი დიდი სურვილია, რომ კალენდრიდან გამომდინარე ეს მაქსიმალურად მოვახერხოთ და ამისთვის კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებთ.

არის გარკვეული კომერციული რეალობები, მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ მე-2 დონის ქვეყნებს მაქსიმალურად ბევრი შესაძლებლობა მიეცეთ.

ცოტა ხნის წინ ‘ოლ ბლექსი’ სამოას ესტუმრა, უელსი იაპონიას, ავსტრალია და ახალი ზელანდია სატესტოდ აშშ-ში ჩავიდნენ, ხოლო საქართველო ირლანდიას ეთამაშა.

ეს ის მატჩებია, რომელთა ორგანიზებისთვისაც ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ და ნამდვილად ვაპირებთ ამ კუთხით უფრო მეტის გაკეთებას.

მერწმუნეთ, ჩვენ საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ გვამყოფებენ, რათა მე-2 დონის ქვეყნებს მეტი მატჩის შესაძლებლობა მიეცეთ პირველი დონის ქვეყნების წინააღმდეგ.

კალენდარი გვაძლევს ამის შესაძლებლობას და მსჯელობები მიმდინარეობს.

მატჩების განრიგიც არც თუ სამართლიანი გამოდგა მე-2 დონის ქვეყნებისთვის. ამ მხრივ აპირებთ შემდეგი მსოფლიოსთვის რამის გამოსწორებას?

ალან გიფლინი, ტურნირის დირექტორი (მსოფლიო თასი): მიმაჩნია, რომ წინა მსოფლიო თასებთან შედარებით მატჩების განრიგი მაქსიმალურად თანაბრად და სამართლიანად განაწილდა.

იმას არ ვამბობთ, რომ სრულყოფილია. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ არის ამ კუთხით გასაუმჯობესებელი 2019 წლისთვის. ალბათ მეთანხმებით, რომ 48 მატჩის 6 კვირაზე გადანაწილება რთული საქმეა

ამ შემთხვევაში ბალანსი პირველ და მეორე დონის ქვეყნებს შირის მაქსიმალურად დავიცავით. მაგალითად, იაპონიას ყველაზე მეტი დასვენება მოუწია.

რა თქმა უდნა, 2019 წლამდე განრიგს გადავხედავთ და შეძლებისდაგვარად შევცვლით.

ამ მსოფლიო თასზე საქართველო უდაოდ ტურნირის ერთ-ერთ წარმატებულ გუნდს წარმოადგენს. ხომ არ მოუწოდებდით 6 ერს, ასეთი მზარდი ქვეყანა მიიღოს თავის რიგებში?

ბრედ გოსფერი: ეს მათი (6 ერის მესვეურების) გადასაწყვეტია.

ჩვენ ევროპაში იტალიის და სამხრეთში არგენტინის მიღების მომსწრენი გავმხდარვართ. ჩვენის მხრივ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ საქართველოს მსგავსი გუნდებისთვის ბევრად მეტი მაღალი დონის მატჩის ორგანიზება შევძლოთ, მაგრამ 6 ერზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოვახდენთ და ეს მათი საქმეა თუ რას უზავენ თავიანთ შეჯიბრს.

www.rugby.ge

0.065149