ფეხბურთი

18:28 | 13.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი “ბარსელონას” გარეშე

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა კიევში, უკრაინის ძლევით (1:0) დაასრულა. აღნიშნული მატჩი საინტერესო იმითაც გამოდგა, რომ “ფურიე როხას” ძირითად შემადგენლობაში კატალონიის “ბარსელონას” ერთი ფეხბურთელიც არ იმყოფებოდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მომხდარა. მართალია, სასტარტოში დაიწყეს თამაში ჩესკ ფაბრეგასმა და ტიაგო ალკანტარამ, რომლებიც “ლა მაზიას” სკოლის აღზრდილები არიან, მაგრამ მოგეხსენებათ, ახლა ისინი შესაბამისად “ჩელსიში” და “ბაიერნში” თამაშობენ.

შეცვლაზე შემოვიდნენ ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი, ხოლო ჟერარ პიკე და მარკ ბარტრა თადარიგში დარჩნენ.

0.120178