ფეხბურთი

17:21 | 13.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაშია “ვიტესის” სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

გურამ კაშია არნემის “ვიტესის” გულშემატკივართა გამოკითხვით სექტემბერის თვეში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. საქართველოს ნაკრების მცველს მხარი გამოკითხულთა 74%-მა დაუჭირა.

სექტემბერში კაშიამ “ვიტესის” მაისურით ერედივიზონში სამი მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გარდა, თავი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა, ხოლო ჰოლანდიის თასზე ერთხელ ითამაშა და არბიტრს წითელ ბარათი გამოსტყუა.

აგვისტოს თვეში კი იგი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ მარველუს ნაკამბას ჩამორჩა.

0.124453