ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსის (საპრიზო ფონდი 7 021 335 დოლარი) ძირითად ბადეში ფრანგ ჟილ სიმონთან 3:6, 6:4, 0:6 წააგო.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა საკვალიფიკაციო ბადის დაძლევისთვის 35 სარეიტინგო ქულა მიიღო და მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფ სიმონსაც სათანადო ბრძოლა გაუმართა, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწია.
ბასილაშვილმა 2 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 58%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, მეტოქის მოწოდება 3-ჯერ მოიგო, თავად კი მოწოდება 6-ჯერ დათმო.