საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის პოსტს დღეიდან ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი დავით მუჯირი დაიკავებს. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე სფფ-ის ახალმა ხელმძღვანელმა ლევან კობიაშვილმა წარადგინა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამ თანამდებობას დიმიტრი ბოკერია იკავებდა, ხოლო მანამდე კი სფფ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი რევაზე არველაძე მუშაობდა.
დღესვე განხილულ იქნა რიგგარეშე ყრილობის მოწვევის თარიღი და გადაწყდა, რომ იგი 18 ნოემბერს გაიმართება, სადაც აღმასრულებებლი კომიტეტის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებენ.