ფეხბურთი

15:39 | 13.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სკუადრა აძურას” მომავალი საფიქრალი: კონტე, კაპელო თუ ისევ ლიპი?

იტალიის ნაკრებმა შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ევროპის ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა. მიუხედავად ამისა, იტალიაში უკვე მიმდინარეობს მსჯელობა თუ ვინ შეცვლის ანტონიო კონტეს 2016 წლის ზაფხულში, როცა მის ამჟამინდელ კონტრაქტს ყავლი გაუვა.

იტალიური გამოცემების აზრით, კონტეს მემკვიდრე შესაძლოა, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი და ანტონიოს ყოფილი თანაგუნდელი “სკუადრა აძურადან”, ლუიჯი დი ბიაჯო იყოს. სხვათა შორის, ამაზე ჟურნალისტები თავად ჯიჯისაც დაეკითხნენ და მანაც უპასუხა, რომ სიამოვნებით გავწრთნიდა იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ.

არსებობს მოსაზრება, რომ კონტეს არა დი ბიაჯო, არამედ ამჟამად უქმად მყოფი ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო ჩაანაცვლებს, ხოლო მეორეს მხრივ იმ ინფორმაციამაც გაიჟღერა, რომ არაა გამორიცხული “აძურის” მესამედ დაუბრუნდეს მარჩელო ლიპი. ახსენებენ ტურინის “იუვენტუსის” დამრიგებელ მასიმილიანო ალეგრისაც და ვნახოთ...

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ანტონიო კონტემ სულაც არ გამორიცხა ნაკრებთან ხელშეკრულების გახანგრძლივება და ორაზროვნად განაცხადა, არასოდეს თქვა, არასოდესო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114251