ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო მიიჩნევს, რომ თავისი ქვეყნის ნაკრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება გაუჭირდება. “კიჭას” თქმით, ასეთი სუსტი ნაკრები “სელესაოს” კარგა ხანია არ ჰყოლია.
“ბოლო წლებში ამაზე სუსტი “სელესაო” არ მახსენდება. პრობლემა სხვა გუნდებში არაა, არამედ ჩვენშია. 2018 წლის მუნდიალის საგზურის მოპოვება სულაც არ იქნება ადვილი”, - თქვა რონალდომ, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული თავის დროზე ორჯერ მოუგია.
ბრაზილიის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს დღეს ვენესუელას ნაკრებთან ჩაატარებს, სასტარტო თამაში კი ჩილეში 0:2 წააგო.