ჩოგბურთი

12:50 | 13.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ საწყისი რაუნდი დასძლია

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ, რომელმაც გასულ კვირას ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში გამართული 10-ათასიანი შეჯიბრი მოიგო, კიდევ ერთ ანალოგიურ ტურნირზეც წარმატებული სტარტი აიღო.

მე-2 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ უზბეკ სარვინოზ საიდუიაევას 6:3, 6:1 სძლია და მერვედფინალში გააღწია, სადაც კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუს ვალერია პოგრებნიაკს ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ მე-2 წრეშია ეკატერინე გორგოძეც, რომლის მეტოქეც უზბეკი გუზალ იუსუპოვა იქნება.

წყვილთა ტურნირში გორგოძეს და ქვაცაბაიას პირველი განთესვა აქვთ და მეოთხედფინალში რუსულ-უზბეკურ დუეტთან (კლიმუშკინა-სტახანოვა) ჭიდილი ელით.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:43 | 13.10.2015
butunichi (559)

არსად არ მოიძებნება ლინკი და მგონი სენსაცია უნდა მოხდეს

14:34 | 13.10.2015
gauchooo (120)

თუ გაქვთ დადეთ რაა

14:23 | 13.10.2015
butunichi (559)

ბასილას ლინკი არავის გაქვთ? ვერ ვნახე

13:33 | 13.10.2015
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

13:06 | 13.10.2015
ogafa (10220)

ყოჩაღ

0.129387