ფეხბურთი

3:39 | 13.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი უნგრეთს დაეხმარა (+VIDEO)

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლოს წინა სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა კიევში შედგა, სადაც ადგილობრივი უკრაინის ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა და კონტინენტის პირველობის საგზურის მოსაპოვებლად ფლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა.

C ჯგუფი

ესპანეთის ნაკრებს პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა და ვისენტე დელ ბოსკემ გადახალისებული შემადგენლობით არჩია თამაში, თუმცა “ფურია როხას” ისეთი სარეზერვო შემადგენლობა ჰყავს, რომ ბევრი ძლიერი გუნდი ასეთ ძირითადს ნატრობს.
თანაც, ისინი გაცილებით დიდი მონდომებით თამაშობდნენ, რადგანაც მათ ბევრი რამ დასამტკიცებელი აქვთ ნაკრებში და ევრო 2016-ზე გასამგზავრებლად მაქსიმალურის გამოვლენა მართებთ, რადგან ესპანეთის ნაკრებში თითოეულ პოზიციაზე უდიდესი კონკურენციაა. სათქმელია, რომ ძირითადში “ბარსელონას” არცერთი მოთამაშე არ გახლდათ, რაც უკანასკნელი 10 წლის განმალობაში პირველად მოხდა.

რაც შეეხება შეხვედრას უკრაინის ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა. მიხაილ ფომენკოს შეგირდები მრისხანე მეტოქეს ბევრს უტევდნენ და არაერთი რეალური საგოლე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ან დავიდ დე ხეა თამაშობდა კარგად, ანაც უკრაინელებს აკლდებოდათ სიზუსტე. “ხახოლებმა” მეტოქის კარისკენ 27-ჯერ დაარტყეს, საიდანაც 11 კარის ჩარჩოში მოხვდა, თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ შეძლეს.

სამაგიეროდ, თავისი შანსი გამოიყენა ნაკრების დებიუტანტმა მარიო გასპარმა, რომელიც 22-ე წუთზე ტიაგო ალკანტარას ჩაწოდებულს გამოეხმაურა და თავური დარტყმით გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

რასაკვირველია, “ფურია როხასაც” ბევრჯერ შეეძლო გატანა, რომელთაგან გამოსაყოფი პირველ რიგში 25-ე წუთზე სესკ ფაბრეგასის მიერ გაფუჭებული პენალტია. “ჩელსის” ნახევარმცველს ანდრეი პიატოვმა აჯობა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას სწორედ “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ესწრებოდა, რომელიც სავარაუდოდ რომელიღაც ფეხბურთელის თამაშს აკვირდებოდა.

ამრიგად, უკრაინის ნაკრები მე-3 ადგილზე გავიდა და ფლეი-ოფიდან შეეცდება ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, ხოლო საუკეთესო მე-3 ადგილოსნად უნგრეთის ნაკრები დარჩა და უდიდესი ალბათობით საფრანგეთში გაემგზავრებიან (თუ დღეს თურქეთის ნაკრებმა არ გადაასწრო, რისი მცირე შანსი არსებობს) .

მე-2 ადგილოსანმა სლოვაკეთის ნაკრებმა გასვლაზე ლუქსემბურგს სძლია, ხოლო ბელარუსისა და მაკედონიის ნაკრებები ბორისოვში უგოლოდ გაეყარნენ ერთმანეთს.

უკრაინა – ესპანეთი 0:1 (0:1) VIDEO

გოლი: გასპარი (22)

25-ე წუთზე ფაბრეგასმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ლუქსემბურგი – სლოვაკეთი 2:4 (0:3) VIDEO

გოლები: 0:1;2:4 ჰამშიკი (24;91), 0:2 ნემეცი (29), 0:3 მაკი (30), 1:3 მუტში (61), 2:3 გერსონი (65 პენ.)

ბელარუსი – მაკედონია 0:0 VIDEO

1.

ესპანეთი

10

9

0

1

23:3

27

2.

სლოვაკეთი

10

7

1

2

17:8

22

3.

უკრაინა

10

6

1

3

14:4

19

4.

ბელარუსი

10

3

2

5

8:14

11

5.

ლუქსემბურგი

10

1

1

8

6:27

4

6.

მაკედონია

10

1

1

8

6:18

4

E ჯგუფი

E ჯგუფში ბოლო ტურის წინ ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ.

ინგლისის ნაკრებმა გასვლაზე ლიტვას სძლია და მიმდინარე შესარჩევში ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც ყველა თამაშის მოგება მოახერხა. “ლომებთაგან” გოლები ჩემბერლენმა და ბარკლიმ გაიტანეს, ხოლო ერთი ბურთი თავის კარში არლაუსკისმა ჩაჭრა.

შვეიცარიის ნაკრებმა ტალინში 94-ე წუთზე მოახერხა ესტონეთის გატეხვა, ხოლო სლოვენიამ სტუმრად უსუსტესი სან მარინო დაამარცხა.

ესტონეთი – შვეიცარია 0:1 (0:0) VIDEO

გოლი: კლავანი (94 ს.კ.)

სან მარინო – სლოვენია 0:2 (0:0) VIDEO

გოლები: 0:1 სესარი (54), 0:2 პეჩნიკი (75)

ლიტვა – ინგლისი 0:3 (0:2) VIDEO

გოლები: 0:1 ბარკლი (29), 0:2 არლაუსკისი (35 ს.კ.), 0:3 ჩემბერლენი (62)

1.

ინგლისი

10

10

0

0

31:3

30

2.

შვეიცარია

10

7

0

3

24:8

21

3.

სლოვენია

10

5

1

4

18:11

16

4.

ესტონეთი

10

3

1

6

4:9

10

5.

ლიტვა

10

3

1

6

7:18

10

6.

სან მარინო

10

0

1

9

1:36

1

G ჯგუფი

ჯგუფის გამოკვეთილმა ლიდერმა ავსტრიის ნაკრებმა შინ ლიხტენშტეინი დაამარცხა იოლად. რუსეთის ნაკრებმა მოსკოვში ჩერნოგორიას სძლია, მე-2 ადგილი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ხოლო შვედეთს, რომელმაც საკუთარ მოედანზე მოლდოვას მოუგო, ფლეი-ოფში მოუწევს ევრო 2016-ის საგზურისთვის ბრძოლა.

რუსეთი – ჩერნოგორია 2:0 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 კუზმინი (33), 2:0 კოკორინი (37 პენ.)

ავსტრია – ლიხტენშტეინი 3:0 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (12), 2:0;3:0 იანკო (54;57)

შვედეთი – მოლდოვა 2:0 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (23), 2:0 ზენგინი (47)

1.

ავსტრია

10

9

1

0

22:5

28

2.

რუსეთი

10

6

2

2

21:5

20

3.

შვედეთი

10

5

3

2

15:9

18

4.

ჩერნოგორია

10

3

2

5

10:13

11

5.

ლიხტენშტეინი

10

1

2

7

2:26

5

6.

მოლდოვა

10

0

2

8

4:16

2

თეგებიევრო 2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.183515