ყაზახურ შიმკენტში ვაჟთა ტურნირის პარალელურად ქალთა საერთაშორისო შეჯიბრიც მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარია, საქართველოს ღირსებას კი სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე იცავენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ქვაცაბაიამ ანალოგიური ტურნირი უკვე მოიგო, ამჯერად კი, მე-2 ნომრადაა განთესილი და სტარტს უზბეკ სარვინოზ საიდუაევასთან მატჩით აიღებს.
საწყისი რაუნდის შეხვედრა უკვე ჩაატარა ეკატერინე გორგოძემ, რომელსაც მე-3 რეიტინგი გააჩნია. მან “უაილდ ქარდის” მქონე ყაზახ დარია შევჩენკოს 6:1, 6:1 სძლია და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
წყვილებში პირველი რეიტინგის მქონე ქართულმა წყვილმა ყაზახურ-რუსულ დუეტს (ბოლატოვა-გრინევიჩი) 6:1, 6:1 მოუგო და მეოთხედფინალში რუსულ-უზბეკურ ტანდემს (კლიმუშკინა-სტახანოვა) დაუპირისპირდება.