ფეხბურთი

22:15 | 12.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიაში კუმანი ახსენეს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები შესაძლოა ინგლისური “საუთჰეპტონის” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჩაიბაროს. ამის შესახებ ავტორიტეტული ინგლისური გამოცემა “დეილი მეილი” წერს. წყაროს ცნობით, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაცია დანი ბლინდის განთავისუფლებას ჩეხეთთან მატჩის შემდეგ გეგმავს.
“ნარინჯისფერები” ევროპის 2016 წლის ჩემპიონატს მიღმა დარჩენასთან ერთ ნაბიჯში არიან. თუ სამშაბათს თურქეთის ნაკრები შინ ისლანდიასთან არ წააგებს, ჰოლანდია კონტინენტის პირველობის მიღმა დარჩება. “ორანიეს” მონაგარი 9 ტურის მერე მხოლოდ 13 ქულაა.
რონალდ კუმანს ფეხბურთელობისას ჰოლანდიის ნაკრებში 78-ჯერ უთამაშია და 14 გოლი გაუტანია, ხოლო 1988 წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო.

0.120229