მადრიდის “რეალისა” და უელსის ნაკრების ლიდერის გარეტ ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა გამოცემა “გარდიანთან” საუბრისას განაცხადა, რომ მისი კლიენტი და კრიშტიანუ რონალდუ ერთად სავახშმოდ არ დადიან, მაგრამ ერთმანეთი არ ეზიზღებათ.
“ისინი ვახშამზე ერთად არ დადიან, მაგრამ მათ შორის ზიზღი არაა. პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. გარეტი ძალიან მშვიდი ადამიანია. მისი მიზანია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს”, - აღნიშნა ბარნეტმა.