ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრმა დანიელე რუგანიმ კარიერა, შესაძლოა, “ნაპოლიში” გააგრძელოს. ამის შესახებ იტალიური მედია ბოლო დროს აქტიურად წერს. ნეაპოლელთა დაინტერესებას რუგანის აგენტმა სასიამოვნო უწოდა, თუმცა ამ დროისთვის ტრანსფერი გამორიცხა.
“აძურის” დაინტერესება სასიამოვნოა, მაგრამ მათთან კონტაქტი ჯერ არ გვქონია და ტრანსფერზე საუბარი ნაადრევია. ზაფხულში კი შეიძლებოდა დანიელეს და მარეკ ჰამშიკის გაცვლა შემდგარიყო”, - თქვა რუგანის აგენტმა.
რუგანი “იუვენტუსმა” ზაფხულში “ემპოლიდან” სრულად გამოისყიდა, თუმცა ამ დროისთვის მასიმილიანო ალეგრი ნაკლებად სწყალობს და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 ოფიციალურ მატჩში, ისიც მცირე დროით ათამაშა. გასულ სეზონში კი რუგანიმ “ემპოლიში” 38 თამაში ჩაატარა.