გამთენიისას ნბა-ს წინასასეზონო მატჩში “ჰიუსტონ როკეტსი” შინ “ორლანდოსთან 119:123 დამარცხდა. შეხვედრის მეორე პერიოდში ტეხასელთა ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა ევან ფურნიესთან ორთაბრძოლაში მუხლი დაიზიანა და ტრავმის გამო პარკეტზე აღარ გასულა. რამდენად სერიოზულია “ბაბუაწვერას” მუხლის დაზიანება ჯერჯერობით უცნობია.
ჰარდენმა პარკეტზე 13 წუთი დაჰყო, ამ დროში ჯეიმსმა გუნდს 12 ქულა და 4 პასი შესძინა.