იტალიური პრესის ცნობით, “ნაპოლის” წარმომადგენლებმა ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობას ოფიციალურად მიმართეს ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, მუსა დემბელეს შეძენის სურვილით.
Tuttosport-ის და Calciomercato.com-ის მტკიცებით, 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკება უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან დონემდეა მისული. ვარაუდობენ, რომ ნეაპოლელები დემბელეს სანაცვლოდ 14 მილიონ ევროს გადაიხდიან.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იტალიელები მუსას იჯარით აყვანას ცდილობდნენ, მაგრამ გარიგება არ შედგა.
დემპელე “ტოტენჰემში” 2012 წელს “ფულჰემიდან” 19 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მისი კონტრაქტი 2017 წლის ივნისამდეა გათვლილი.