მონაკოს გრან-პრიზე მოთამაშე ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ (2573) პირველი გამარჯვება იზეიმა და ბოლო ადგილს თავი დააღწია.
შეჯიბრის მე-8 ტური ნანამ თეთრი ფიგურებით საფრანგეთის სახელით მოთამაშე ალმირა სკრიპჩენკო (2441) დაამარცხა და 2.0 ქულით მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლა, ცხრილის ფსკერზე კი ირანელი სარასადატ ხადემალშარიეჰმა (2402) გადაინაცვლა, რომელსაც ტურნირზე ყველაზე დაბალი რეიტინგი გააჩნია.
12 ოქტომბერი გრან-პრიზე დასვენების დღეა, ძაგნიძეს კი 3 პარტია დარჩა ჩასატარებელი: ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვასთან (2500), უკრაინელ ანა მუზიჩუკთან (2549) და ხსენებულ ხადემალშარიეჰმასთან.
ამ დროისთვის შეჯიბრის სათავეში მსოფლიოს ექსჩემპიონი და საჭადრაკო რეიტინგ-სიის ლიდერი ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2671) იმყოფება, რომელსაც 6.5 ქულა აქვს. მას ნახევარი ქულით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2528) ჩამორჩება.