ფეხბურთი

12:18 | 12.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერმა საქართველო ესპანეთს და იტალიას შეადარა

გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარემ მანუელ ნოიერმა საქართველოსთან მოგებული (2:1) ევროშესარჩევი მატჩის შემდეგ მოწინააღმდეგის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა. გერმანელი კიპერის განცხადებით, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის და იტალიის დონეზე ითამაშა.

“რთული თამაში გამოვიდა, მოდუნების საშუალება არ მქონდა. იმის გათვალისწინებით თუ რამდენი მომენტი შექმნა მოწინააღმდეგემ, მეგონა არა საქართველოს, არამედ იტალიის ან ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ვთამაშობდით” – აღნიშნა ნამატჩევს ნოიერმა, რომელსაც კვირას ლაიფციგში გამართულ შეხვედრაში არაერთხელ მოუწია საკუთარი კარის გადარჩენა, 53-ე წუთზე კი ჯაბა კანკავას შესანიშნავ დარტყმას ვეღარ გაუმკლავდა.

0.115114