ფეხბურთი

11:17 | 12.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი-“ბარსელონა”: მომავალი სეზონის მოლოდინში

ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი და “ბარსელონა” ურთიერთხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობენ. ამის თაობაზე ცნობას AS ავრცელებს.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, კამპ ნოუელებს ამჟამად ფინანსური სირთულეები აქვთ და სადღეისოდ ბრაზილიელ ვარსკვლავთან ფინანსური საკითხის გადახედვა არ აწყობთ. თავის მხრივ, არც ნეიმარის პირადი აგენტები ჩქარობენ. ისინი მომავლი წლის ოლიმპიურ თამაშებს და პანამერიკულ თასს ელოდებიან. სავარაუდოდ, ამ ტურნირებზე ნეიმარი გაიბრწყინებს, “ოქროს ბურთის” დაუფლების პრეტენდენტებშიც მოხვდება და “ბარსელონასაც” ახალ, ნეიმარისთვის ფინანსურად უფრო მომგებიან კონტაქტს მოსთხოვენ.

შეგახსენებთ, სადღეისო ხელშეკრულების ძალით ნეიმარი “კამ ნოუზე” 2018 წლის ივნისამდე იბურთავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111644