ფეხბურთი

10:27 | 12.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

გერდი და თომასი – მიულერების კლანი ბუნდესმანშაფტში

გერმანიისა და საქართველოს ევროშესარჩევ მატჩში ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით თომას მიულერმა გახსნა. მიუნხენის “ბაიერნის” წევრმა თავისი ლეგენდარული თანაგუნდელის და მოგვარის, გერდის შედეგი გაიმეორა – მიულერებს კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო მატჩებში 12-12 გოლი აქვთ გატანილი.

ევროპის პირველობების შესარჩევ შეხვედრებში ბუნდესმანშაფტის ფეხბურთელთაგან საუკეთესო შედეგი მიროსლავ კლოზეს აქვს. მან 16-ჯერ შეარხია მოწინააღმდეგეთა კარის ბადე, თუმცა, “მირომ” ნაკრებში გამოსვლა დაასრულა და თომასს მისი გადასწრების შანსი აქვს. სულ კი თომას მიულერმა გერმანიის ნაკრებში 67 შეხვედრა ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.

70 წლის გერდ მიულერს რაც შეეხება, “ნაციის ბომბარდირად” წოდებული ექსგოლეადორი ალცჰეიმერის დაავადებას ებრძვის და ამჟამად მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112428