საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გერმანიასთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თავისი გუნდის თამაში შეაფასა. მისი თქმით, იგი ბედნიერია “ჯვაროსნების” მიერ ნაჩვენები თამაშით.
“პირველ რიგში გერმანიის ნაკრებს ვულოცავ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. ჩემს ბიჭებს კი დიდ მადლობას ვუხდი ამ საღამოს ნაჩვენები თამაშის გამო. ნამდვილად ამაყი ვარ ჩემი გუნდით. ძალიან მნიშვნელოვანი სანახავი იყო ის, რომ თუ რამდენად გავიზარდეთ. ჩემი პირველი თამაში ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში სწორედ გერმანიასთან იყო და დღეს ნამდვილად დავინახე, რომ სწორ გზაზე ვდგავართ”, - ციტირებს უეფას ვებგვერდი ცხადაძის სიტყვებს.