გერმანიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ ალემანთა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა კომენტარი გააკეთა. გამოცდილმა სპეციალისტმა აწ დასრულებული შეხვედრა ირლანდიასთან თამაშს შეადარა და დასძინა, რომ მანუელ ნოიერმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა მსოფლიო დონის კლასი.
“შეიძლება ითქვას, ისეთივე სტილის თამაში ვაჩვენეთ, როგორც ირლანდიასთან. დღესაც უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ცოტა გამოვიყენეთ. თქვენ შეიძლება არ იყოთ კმაყოფილები, მაგრამ მე გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ეს არაა ჩვენი მაქსიმუმი. მარკო როისი არაა ჩვეულ ფორმაში და მას უკეთ ათამაშება შეუძლია.
მეტოქემ მეორე ტაიმში პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ მანუელ ნოიერმა ორ-სამ ეპიზოდში კიდევ ერთხელ გვანახა მსოფლიო დონის თამაში”, - აღნიშნა ლიოვმა.