ფეხბურთი

2:39 | 12.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალბანეთმა ისტორია დაიწერა

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის პირველმა სათამაშო დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და კიდევ სამმა ნაკრებმა ოფიციალურად მოიპოვა კონტინენტის პირველობის საგზური. ეს ბედნიერი ქვეყნები არიან: რუმინეთი, პოლონეთი და ალბანეთი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.

D ჯგუფი

დღის ცენტრალური შეხვედრა ვარშავაში შედგა, სადაც პოლონეთის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში ირლანდია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მატჩის მთავარი მოვლენები პირველ ნახევარში განვითარდა, მე-13 წუთზე მასპინძლები გჟეგოჟHკრიხოვიაკმა დააწინაურა, რასაც სამ წუთში უოლტერსმა წუსტი პენალტით უპასუხა. გადამწყვეტი სიტყვა კვლავაც საოცარ ფორმაში მყოფმა რობერტ ლევანდოვსკიმ თქვა, რომელმაც ტაიმის ბოლოს ულამაზესი ზუსტი თავურით საკუთარ ქვეყანას ევრო 2016-ის საგზური მოუპოვა – 2:1.

შოტლანდიის ნაკრებმა ფარუში გიბრალტარის ნაკრებზე იყარა ჯავრი და ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა. ჰეთ-თრიკი შეასრულა სტივენ ფლეტჩერმა.

გიბრალტარი – შოტლანდია 0:6 (0:2)

გოლები: 0:1 მარტინი (25), 0:2 მელონი (39), 0:3;0:4;0:5 ს.ფლეტჩერი (52;56;85), 0:6 ნეისმიტი (91)

პოლონეთი – ირლანდია 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 კრიხოვიაკი (13), 1:1 უოლტერსი (16 პენ.), 2:1 ლევანდოვსკი (42)

1.

გერმანია

10

7

1

2

24:9

22

2.

პოლონეთი

10

6

3

1

33:10

21

3.

ირლანდია

10

5

3

2

19:7

18

4.

შოტლანდია

10

4

3

3

22:12

15

5.

საქართველო

10

3

0

7

10:16

9

6.

გიბრალტარი

10

0

0

10

2:56

0

F ჯგუფი

რუმინეთის ნაკრებმა გასვლაზე იოლად სძლია ფარერებს და საფრანგეთში გასამგზავრებელი საგზური გაიფორმა. პირველ ნახევარში ბუდესკუმ დუბლი გაიფორმა, ხოლო შეხვედრის ბოლო მაქსიმმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.

საბერძნეთის ნაკრებმა მისთვის არადამახასიათებლად უხვგოლიანი შეხვედრა ჩაატარა უნგრეთთან და შესარჩევში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ბერძნებმა მეტოქე 4:3 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ უნგრეთი ამ მომენტისთვის საუკეთესო მე-3 ადგილოსანია და თუ უკრაინის ნაკრები დღეს ესპანეთს ვერ მოუგებს ასეთივედ დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ უნგრეთი ევრო 2016-ის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს.

ფინეთმა ჯგუფის ლიდერი ჩრდილო ირლანდია მიიღო და შეხვედრის გადარჩენა 87-ე წუთზე მოახერხა. გოლი არაჯურიმ გაიტანა.

ფინეთი – ჩრდილო ირლანდია 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 კეტკარტი (31), 1:1 არაჯური (87)

ფარერები – რუმინეთი 0:3 (0:2)

გოლები: 0:1;0:2 ბუდესკუ (4;45+1), 0:3 მაქსიმი (83)

საბერძნეთი – უნგრეთი 4:3 (1:1)

გოლები: 1:0 სტაფილიდისი (5), 1:1 ლოვრენცისი (26), 1:2;2:3 ნემეტი (54;76), 2:2 ტაჩიტსიდისი (57), 3:3 მიტროღლი (79), 4:3 კონე (86)

1.

ჩრდილო ირლანდია

10

6

3

1

16:8

21

2.

რუმინეთი

10

5

5

0

11:2

20

3.

უნგრეთი

10

4

4

2

11:9

16

4.

ფინეთი

10

3

3

4

9:10

12

5.

ფარერები

10

2

0

8

6:17

6

6.

საბერძნეთი

10

1

3

6

7:14

6

I ჯგუფი

ალბანეთის ნაკრებმა ისეთ წარმატებას მიაღწია, რაც აქამდე არასდროს ღირსებიათ. ჯანი დე ბიაზის შეგირდებმა გასვლაზე სომხეთის ნაკრები გაანადგურეს და სრულიად დამსახურებულად კონტინენტის პირველობის საგზური მოიპოვეს. გასაკვირი არაა, რომ ალბანეთი ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.

ჯგუფის მეორე მატჩში პორტუგალიის ნაკრებმა გასვლაზე სერბეთს სძლია და შესარჩევი ციკლი მოგებით დაასრულა.

სომხეთი - ალბანეთი 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ჰოვანისიანი (9. ს.კ.), 0:2 ხიმშიტი (23), 0:3 სადიკუ (76)

სერბეთი - პორტუგალია 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ნანი (5), 1:1 ტოშიჩი (65), 1:2 მოუტინიო (78)

1.

პორტუგალია

8

7

0

1

11:5

21

2.

ალბანეთი

8

4

2

2

10:5

14

3.

დანია

8

3

3

2

8:5

12

4.

სერბეთი

8

2

1

5

8:13

4

5.

სომხეთი

8

0

2

6

5:14

2

თეგებიევრო 2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.196046