რაგბი

20:31 | 11.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუმინელთა გაბრძოლება უშედეგოდ დასრულდა

რუმინეთის ნაკრებმა იტალიას დასკვნით 15 წუთში სამი ლელო გაუტანა, მაგრამ ამ დროისთვის მეტოქეს უკვე 26 ქულით ჩამორჩებოდა...

მატჩის დებიუტში რუმინეთმა მეტოქეს მაგრად აჯობა შერკინებაში, 10 მეტრი უკან დაახევინა, ფლორინ ვლაიკუმ 40 მეტრიდან ჯარიმა კარში დაკრა და ანგარიში გახსნა. მე-6 წუთზე რუმინელებმა უხეში შეცდომა დაუშვეს და ლამის ლელოთი დაისაჯნენ. ცენტრთან დერეფნის წაგების შემდეგ, მათ ედოარდო გორის უზარმაზარი დერეფანი დაუტოვეს, იტალიელთა 9 ნომერმაც ხაზი უყოყმანოდ გაჭრა, ბოლო მცველს ბურთი თავზე გადაავლო და სისწრაფეში დაზღვევაზე წასულ კეტელინ ფერკუსაც აჯობა, მაგრამ დამიწება ვერ მოახერხა და ჩათვლის მოედანში ის წინ გადაუვარდა.

მე-10 წუთზე ლელო მაინც გავიდა. დერეფნიდან ბურთის მოგების შემდეგ, “აძურამ” 22-ში გაშალა თამაში და მარცხენა ფლანგიდან ლელოში ლეონარდო სარტო შევიდა. ტომაზო ალენის გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ მე-16 წუთზე მან ჯარიმა ზუსტად შეასრულა. ამ ეპიზოდში იოჰანეს ფან ჰირდენი რაქში განზრახ ჯარიმისთვის სინბინითაც დაისაჯა და რუმინეთი 10 წუთით კაცნაკლული დარჩა. იტალიემ ეს პერიოდი შეტევაში გაატარა და 24-ე წუთზე იხეირა. გორიმ ლელოდან 5 მეტრში წარმოქმნილი რაქიდან ბურთი გაიტანა, ორი მცველი ცრუმოძრაობაზე “წამოიკიდა” და დაუცველ ჩათვლის მოედანში შეხტა. ალენმა გარდასახა.

რუმინელებმა ჯარიმა კარში აღარ დაარტყეს, შეუტიეს და რამდენიმე წუთით წითელ ზოლში შტურმი მოაწყეს, მაგრამ მეტოქე არ გატყდა და ბოლოს თავად დაჯარიმდნენ. ტაიმის მიწურულს ლამაზი ლელო გავიდა: გორიმ 22-ის ხაზთან ბურთი ქვენთინ ხელდენჰეისთან გაითამაშა, მერე ის სიჩქარეზე შესულ ალენს ახლოში აუგდო, მანაც ხაზი სუფთად გაჭრა და ლელომდე ისე ირბინა, ხელიც ვერავინ წაატანა. გარდასახვა თავადვე გამოიყენა და ტაიმი 22:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში იტალიამ 5-მეტრა შერკინებიდან შეუტია, ბურთი ალესანდრო ძანიმ აიტაცა და პრემიალური, მეოთხე ლელო გაიტანა, ხოლო ალებნა ზუსტად გარდასახა - 29:3. სხვაობა უკვე ძალიან დიდი იყო, 66-ე წუთამდე მოედანზე საინტერესო აღარაფერი მომხდარა და თითქოს იტალიას მშვიდად უნდა ემარჯვა, მაგრამ ბოლოს რუმინეთმა გაიბრძოლა და ეს კარგადაც გამოუვიდა. მათმა მონდომებამ პირველად შედეგი საფინალო სასტვენამდე 14 წუთით ადრე გამოიღო, როდესაც რუმინელებმა 5-მეტრა შერკინებიდან ბურთი გამოიტანეს, გადაცემა ადრიან აპოსტოლმა მიიღო და სამთან ჭიდილში ლელოში დაამიწა, ხოლო ვლაიკუმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

იტალიამ აღარ გარისკა და 70 წუთზე ალენმა ახლოდან ჯარიმა კარში დაარტყა, რამაც გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა, მერე გაირკვა, რომ ეს მართებული გადაწყვეტილება იყო. წითელ ზოლში რუმინელმა ფორვარდებმა მცველებს გვარიანად ურტყეს, მეტოქე რამდენჯერმე დაჯარიმდა და რეფერი მათთვის უპირატესობის დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ საქმეში ტელე-რეფი ჩაერია, რომელმაც კარგად დაინახა, რომ ვალენტინ პოპირლანმა ბურთი დაამიწა, ეს მთავარ მსაჯსაც უკარენახა და ვლაიკუმ გარდასახვით ჩამორჩენა 15 ქულამდე დაიყვანა. ბოლოს რუმინელებმა ფეხით ითამაშეს, იტალიელი მისი ლელოდან 10 მეტრში შეავიწროვეს და შერკინების უფლება მოიპოვეს. იქიდან გამოტანბილი ბურთი ვლაიკუმ გრძელი გადაცემა მარცხენა ფლანგზე აპოსტოლს გაატანა და ის ლელოში ალამთან შეცურდა. გარდასახვა არაზუსტი იყო, ბოლო შეტევა უშედეგოდ დასრულდა და იტალიამ პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე 32:22 იმარჯვა.

ამ წუთებში ამავე ჯგუფის ბოლო მატჩში ირლანდია საფრანგეთს 9:6 ამარცხებს. ეს გუნდები ჯგუფში პირველ-მეორე ადგილის დაკავებისთვის იბრძვიან და გამარჯვებული პლეი ოფში არგენტინას, ხოლო დამარცხებული ახალ ზელანდიას შეხვდება.

2015 წლის მსოფლიო თასი

დ ჯგუფი

11 ოქტომბერი

იტალია - რუმინეთი 32:22 (22:3)

იტალია: 15. ლუქ მაკლეინი, 14. ლეონარდო სარტო, 13. მიკელე კამპანიარო, 12. ტომაზო ბენვენუტი, 11. ჯოვანბატისტა ვენდიტი, 10. ტომაზო ალენი, 9. ედოარდო გორი; 1. მატიას აგუერო, 2. ანდრეა მანიჩი, 3. ლორენცო ჩიტადინი, 4. ქვენთინ ხელდენჰეისი (კაპ.), 5. ჯოშ ფურნო, 6. ფრანჩესკო მინტო, 7. სიმონე ფავარო, 8. ალესანდრო ძანი.

სათადარიგოები: 16. დავიდე ჯაძონი, 17. ალბერტო დე მარკი, 18. დარიო კისტოლინი, 19. ვალერიო ბერნაბო, 20. სამუელა ვუნისა; 21. გულიელმო პალაძანი, 22. კარლო კანა, 23. ენრიკო ბაკინი.

4 ლელო: სარტო, გორი, ალენი, ძანი

3 გარდასახვა: ალენი

2 ჯარიმა: ალენი

რუმინეთი: 15. კეტელინ ფერკუ, 14. მედელინ ლემნარუ, 13. პაულა კინიკინილაუ, 12. ფლორინ ვლაიკუ, 11. იონუც ბოტეზატუ, 10. მაიქლ ვირინგი, 9. ვალენტინ კალაფეტეანუ; 1. მიხაიცა ლაზერი, 2. ოთარ ტურაშვილი, 3. პაულიკა იონი, 4. ვალენტინ პოპირლანი, 5. იოჰანეს ფან ჰირდენი, 6. ვალენტინ ურსაკე (კაპ.), 7. ვიორელ ლუკაჩი, 8. დანიელ კარპო.

სათადარიგოები: 16. ანდრეი რედოი, 17. ანდრეი ურსაკე, 18. ხორაციუ პუნჯა, 19. მარიუს ანტონესკუ, 20. სტელიან ბურჩა; 21. ტუდორელ ბრატუ, 22. ადრიან აპოსტოლი, 23. ჩობა გალი.

3 ლელო: აპოსტოლი (2), პოპირლანი

2 გარდასახვა: ვლაიკუ

1 ჯარიმა: ვლაიკუ

1 სინბინი: ფან ჰირდენი

საფრანგეთი - ირლანდია

საფრანგეთი: 15. სქოთ სპედინგი, 14. ნოა ნაკაიტათი, 13. მატიო ბასტარო, 12. ვეზლი ფოფანა, 11. ბრის დიულენი, 10. ფრედერიკ მიშალაკი, 9. სებასტიან ტიუ-ბორდი; 1. ედი ბენ არუ, 2. გიან გირადო, 3. რაბა სლიმანი, 4. პასკალ პაპე, 5. იოან მაესტრი, 6. ტიერი დიუზოტუარი (კაპ.), 7. დამიან შული, 8. ლუი პიკამოლი.

სათადარიგოები: 16. ბენჟამენ კეიზერი, 17. ვენსან დებატი, 18. ნიკოლა მასი, 19. ალეკსანდრ ფლონკარი, 20. ბერნარ ლე რუ; 21. მორგან პარა, 22. რემი ტალე, 23. ალეკსანდრ დიუმულენი.

ირლანდია: 15. რობ ქარნი, 14. თომი ბოუ, 13. ქის ერლსი, 12. რობი ჰენშოუ, 11. დეივ ქარნი, 10. ჯონათან სექსთონი, 9. ქონორ მარი; 1. ქიენ ჰილი, 2. რორი ბესთი, 3. მაიქ როსი, 4. დევინ თოუნერი, 5. პოლ ო’ქონელი (კაპ.), 6. პითერ ო’მანი, 7. შონ ო’ბრაიენი, 8. ჯემი ჰიზლიპი.

სათადარიგოები: 16. რიხარტ სტრაუსი, 17. ჯექ მაკგრასი, 18. ნეითან ვაითი, 19. იენ ჰენდერსონი, 20. ქრის ჰენრი; 21. ოუნ რედენი, 22. იენ მედიგანი, 23. ლუქ ფითსჯერალდი.

1. ირლანდია 3 3 0 0 110:26 14 2
2. საფრანგეთი 3 3 0 0 111:39 14 2
3. იტალია 4 2 0 2 74:88 10 2
4. რუმინეთი 4 1 0 3 60:129 4 0
5. კანადა 4 0 0 4 58:131 2 2

0.194922