ფეხბურთი

21:42 | 11.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულის” იმედი: სახელად, იურგენ კლოპი

დორტმუნდის “ბორუსიას” მიმდინარე საუკუნის დასაწყისში ფინანსური პრობლემები შეექმნა და ნელ-ნელა გერმანიაში ერთ, ჩვეულებრივ გუნდად იქცა. ასე გაგრძელდებოდა, რომ არა ალბათ, 2008 წლის ზაფხული, როცა “სიგნალ იდუნა პარკზე” იურგენ კლოპს უხმეს.

არადა, მანამდე კლოპს არც საფეხბურთო კარიერა ჰქონია რაღაც განსაკუთრებული და არც სამწვრთნელო. ორივე შემთხვევაში მისი სახელი არაფრით გამორჩეულ გერმანულ გუნდ “მაინც” უკავშირდებოდა. თუმცა იურგენი ხელში მაინცელებმა ბუნდესლიგაში გადასვლა და იქ დამკვიდრება მოახერხეს, რაც უკვე ბევრს ნიშნავდა.

მერე კლოპმა “დორტმუნდის” მოაფერიანა და იმ 7 წლის განმავლობაში, როცა ის “ყვითლებს” წვრთნიდა, ორჯერ ბუნდესლიგა, ერთხელ ქვეყნის თასი, სამჯერ კი სუპერთასი მოაგებინა. ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ათამაშა... მაგრამ საქმე ხომ მარტო ტიტულებში არაა? – “დორტმუნდი”, ერთი შეხედვით შემადგენლობით არცთუ გამორჩეული გუნდი (ყოველშემთხვევაში გრანდების კვალობაზე) შესანიშნავ სტილში თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში არაერთი გულშემატკივარიც შეიძინა.

მისი დორტმუნდული ერა მანვე დაასრულა, როცა გუნდის წარუმატებელი თამაში საკუთარ თავზე აიღო და სეზონის დასრულებამდე, ნაადრევად დაანონსა კლუბიდან წასვლის ამბავი. აქედან კარგად ჩანს, თუ რამდენად უყვარს კლოპს “ბორუსია”. მან გუნდის ხელმძღვანელებს მისი შემცვლელის საპოვნელად საქმე გაუადვილა.

უირგენმა 4 თვე იუქმა, დაისვენა, რამდენიმე შემოთავაზებაც უარყო, თუმცა უფეხბურთოდ დიდხანს ვერ გაძლო და აგერ, “ლივერპული” ჩაიბარა. სიტუაცია დაახლოებით ისეთივეა: მართალია “წითლები” ფინანსურ პრობლემებს ნაკლებად უჩივიან, მაგრამ სათამაშო თვალსაზრისით შეიძლება ითქვას ჭაობში არიან. ახლა ისე, როგორც არასდროს, ლივერპულში კლოპის ეიმედებათ. რამდენად გაამართლებს იურგენი ამას დრო გვანახებს, თუმცა ამთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ლივერპულში” სწორი არჩევანი გააკეთეს. რატომ? – იმიტომ, რომ ამ ჩინებულ გუნდს ზუსტად ისეთი ხასიათი და მენტალიტეტი სჭირდება, რაც კლოპს გააჩნია.

კლოპისა და “ლივერპულის” ნაზავი კი ადვილი შესაძლებელია სულ ცოტა ხანში ევროპულ ფეხბურთში ახალი დიქტატურის საწყისი გამოდგეს, დიქტატურის თუ არა, “წითლებისთვის” ძველი დიდების დაბრუნების მაინც... რაც მთავარია, მისი ლივერულში სჯერათ!..

ჰო, ერთიც: კლოპი “ლივერპულის” რიგით მეოცე, თუმცა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა.

0.172814