მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯკოვიჩმა China Open-ის ფინალში დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი 6:2, 6:2 დაამარცხა და ერთეულთა თანრიგში 55-ე ტიტული მოიპოვა. შეხვედრა საათსა და 32 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა 7 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა, რაფამ ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ვერც ერთი ეისის მოწოდება ვერ მოახერხა. სერბმა 5 ბეიკპოინტიდან 4 გამოიყენა, ნადალს მხოლოდ ორჯერ ჰქონდა შანსი მეტოქის დაბრეიკების, თუმცა შანსი ორივეჯერ დაკარგა.
ჯოკოვიჩმა China Open-ი მეექვსეჯერ მოიგო (2009, 2010, 2012, 2013, 2014, 2015). ამ გამარჯვებით ნოლემ 500 სარეიტინგო ქულა და 654 725 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.
ურთიერთშეხვედრებში ნოვაკმა სხვაობა ერთ მოგებამდე შეამცირა ნადალი ბალკანელს 23:22 უგებს.