სანაკრებო პაუზის გამო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში პაუზაა გამოცხადებული და გუნდებიც ფორმის შენარჩუნებას ამხანაგური მატჩებით ცდილობენ.
ამჯერად ერთმანეთში მოქმედმა ჩემპიონმა გორის "დილამ" და "ცხინვალმა" ისპარინგეს. გორში გამართული დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა, პირველი ტაიმი კახა კაჭარავას შეგირდებმა მოიგეს მახარობლიძის გოლით, ხოლო გორელებმა წონასწორობა მეორე ტაიმის დასაწყისში აღადგინეს. თავი ისლამ მაშუკოვმა გამოიჩინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გუნდებმა აღნიშნულ მატჩში შემდეგი შემადგენლობებით ითამაშეს:
''დილა'': შევჩენკო, ხურცილავა, კვახაძე, თომაშვილი, კვირკველია, გვალია, პაპავა, კურმაშვილი, სამხარაძე, ილურიძე, მაშუკოვი
შეცვლაზე შევიდნენ: მუჯრიშვილი, კაპანაძე, ლომიძე, მაჭარაშვილი, ძარია, ქარქუზაშვილი
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
''ცხინვალი'': მიგინეიშვილი, ბაჩიაშვილი, მაისაშვილი, კაკუბავა, ჯაფარიძე, მახარობლიძე, ქარდავა, ბოლქვაძე, ლობჯანიძე, ივანიშვილი, ცაცკრიალაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ჯაფარიძე, გორგიაშვილი, შულაია, ბურძენაძე, ჟვანია, ჯიშკარიანი, ღვაბერიძე, ბეჭვაია
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გოლები: მახარობლიძე (7), მაშუკოვი (60)
გაძევება: კვახაძე (68)
მთავარი მსაჯი: გიორგი ავაზაშვილი