სანაკრებო პაუზით კარგად სარგებლობს გერმანიის II ბუნდესლიგის ბინადარი “დუისბურგი”, რომელიც ამხანაგურ თამაშებს ატარებს. გიორგი ჭანტურიამ ოფიციალური მატჩის მერე, თავი ამჯერად სპარინგშიც გამოიჩინა. ჯინო ლეტიერის გუნდი ამჯერად რეგონალლიგის ბინადარ კიოლნის “ვიქტორიას” დაუპირისპირდა და უხვგოლიანი ფრე, 4:4 ითამაშა. იტალიელმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებს მიღმა დარჩენილი ჭანტურია მეორე ტაიმი ათამაშა და გიორგიმაც ნდობა გაუმართლა. მან 65-ე წუთზე თავისი გუნდი წინ გაიყვანა (4:3), ხოლო 5 წუთით ადრე გროტეს საგოლე გადაცემა გაუკეთა. აღსანიშნავია, რომ “ზებრები” ჭანტურიას მოედანზე გასვლამდე 0:3 აგებდნენ.
შეგახსენებთ, სამი დღის წინ, “დუისბურგი” ბუნდესლიგის შარშანდელ მესამე ადგილოსან “გლადბახს” გაეჯიბრა და იქაც ფრედ, 0:0 ითამაშა. იმ მატჩში ქართველი თავდამსმხელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პატარა ფაქტებიც ბოლო სამი ფინალიაქ იუვეს წაგებული ბოლო სამი ბარსას მოგებული,დროა ერთმა წაგოს და ერთმა მოიგოს...6ჯერ არავის არ წაუგია ფინალში და არამგონია იუვე გახდეს პირველი და კიდე ბევრი რამ ..ერთი სიტყვით იუვე იგებს
იუვე იგებს წელს ლიგას,ვიზახდი რეალს უპრობლემოდ გაცდებათქო გაცდა ფინალსაც როგორ მოიგებენ აგერაც ნახავთ 30წელი გადის ეიზელის ტრაგედიიდან და იუვეს ლიგას იგებს...ვისაც ფულის მოგება გინდათ დადეთ იუვეს 1 კაი მაყუთს მოხსნით
შენი იმედი გვაქვს მაქს
უბრალოდ ვინც არიცის იუვეს 7 ჯერ გავიდა ლიგის ფინალსი და 2 ჯერ მოიგო მხოლოდ,მაგარი იუღბლოები ვართ ,მაგრად გატეხავს 6 ფინალის წაგებაა, ყველანაირად უნდა ვეცადოთ,რომ გავიმარჯვოთ,ამინ.
მიდით თქვენკენ ვარ.
ძაან კაი მწვთნელია ალეგრი ჭკვიანურათ ათამაშებს გუნდს შეუძლიათ ბარსას დამარცხება
ვნახოთ აბა