ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და რომის “ლაციოს” მცველი სტეფან დე ვრეის განნცხადებით, იგი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას არ აპირებს.
“ჩემი მომავალი? ხშირად “მანჩესტერ იუნაიტედთან” მაკავშირებენ, რადგან ინგლისური გუნდის მწვრთნელი ლუის ვან გაალია. მაგრამ მინდა წარმატებას “ლაციოში” მივაღწიო.” – ციტირებს il messaggero ჰოლანდიელის სიტყვებს.
დე ვრეი “ლაციოში” “ფეინოორდიდან” 2014 წლის ზაფხულში გადავიდა. ამჟამად იგი ტრავმირებულია, სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და მისი დაბრუნება 15 ოქტომბრისთვისაა დათარიღებული.