ფეხბურთი

15:30 | 11.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოკერია: “ვიდეოში რაზეცაა საუბარი ყველამ იცოდა”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელ დიმიტრი ბოკერიას, რომელიც სფფ-ს წინასაარჩევნო პერიოდში გენერალური მდივნის მოვალეობას ასრულებდა worldsport.ge-ი დაუკავშირდა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა.

ბოკერიას განცხადებით, 3 ოქტომბერს “ჰოლიდეი ინნ”-ში მობილურით გადაღებულ ვიდეოში რაზეცაა საუბარი, ამის შესახებ საზოგადოებამ მანამდეც იცოდა და ახალი არაფერი თქმულა.

“ეს ხო ყველამ იცის, სფფ-ს დელეგატების ერთი ჯგუფი ითხოვდა მათი მხარდამჭერი დელეგატის განთავისუფლებას და პროტესტის ნიშნად ყროლობაზე არ შემოდიოდნენ. დაკავებამ არჩევნებზე ცუდად იმოქმედა და ასეთი ფაქტები ყოველთვის იქნება ფედერაციის არჩევნების თანმდევი ნაწილი. ის რომ წინა ღამით ერთ-ერთ დელეგატს აკავებენ, არჩევნებს და მასში გამარჯვებულ პიროვნებას კარგს ნამდვილად არაფერს აძლევს. ამას თან დაერთო ორი ხმის გაუქმებაც და ყველაფერმა არჩევნებზე გავლენა იქონია. ამ თემასთან დაკავშირებით სუბიექტური ვარ და განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდვია.” – განუცხადა worldsport.ge-ს ბოკერიამ.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს თუ როგორ ესაუბრება სფფ-ს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი რევაზ არველაძე თავის მხარდამჭერებს და უეფას ვიცეპრეზიდენტ გრიგორი სურკისს. არველაძე 2 ოქტომბერს დაკავებული გეგა გობეჯიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს.

0.095709