ფეხბურთი

13:25 | 11.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერი: “თავს მშვენივრად ვგრძნობ”

ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, რომ თავს მშვენივრად გრძნობს და დანებებას არ აპირებს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ეთიკის კომიტეტმა შვეიცარიელს კორუფციული სკანდალის გამო უფლება-მოვალეობა 90 დღით შეუჩერა.

“თავს მშვენივრად ვგრძნობ. შეიძლება გამანადგუროთ, მაგრამ ჩემ ცხოვრებას ვერაფერს უზამთ. მებრძოლი ვარ და დანებებას არ ვაპირებ.” – ციტირებს Schweiz am Sonntag-ი ბლატერის სიტყვებს.

ბლატერმა უეფას პრეზიდენტ მიშელპლატინის 2 მილიონი ევრო გადაურიცხა, შვეიცარიული პოლიცია აღნიშნულ საქმეს იძიებს, შედეგად შვეიცარიელს და ფრანგს ეთიკის კომიტეტმა უფლება-მოვალეობა 90 დღით შეუჩერა. ორივე საფეხბურთო ჩინოვნიკი გადარიცხვას აღიარებს, თუმცა თავს დამნაშავედ არ სცნობს. ბლატერმა ფიფას გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.

0.114361