ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში გამართული ქალთა 10-ათასიანი ტურნირი ქართველ ჩოგბურთელთა ტრიუმფით დასრულდა. ერთეულთა ტურნირის ფინალში მე-2 ნომრად განთესილმა სოფო ქვაცაბაიამ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ჯულიეტ სტეურთან დიდი ბრძოლა გადაიტანა და 6:4, 5:7, 6:1 იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი ჩოგბურთელი ნახევარფინალში მე-3 განთესვის მქონე ეკატერინე გორგოძეს გაეჯიბრა და 6:3, 7:5 მოუგო.
ისიც ვთქვათ, რომ წყვილთა ტურნირის ფინალში პირველი რეიტინგით მოთამაშე ქვაცაბაიამ და გორგოძემ მე-3 ნომრად მიჩნეულ უზბეკებს (ხაბიბულინა-მერენკოვა) 7:6, 3:6, 10:6 სძლიეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაპიტანო, 18 წუთში არ არის კარგი სტატისტიკა, უნდა მოუმატო ზაზა ! ! !
დურანტს უთქვამს, რომ დავბრუნდები ზაზა იყოს პარკეტზე, ფორმაში შესვლაში დამეხმარებაო. ოღონდ თავისი ჰექტარნახევრიანი თავი შორს ჰქონდეს ჩემი მუხლებისგანო DDDDDDDDD
არაუშავს პლეი ოფებში გამოჩდება ზაზას ძალა !!
მოუკლო ზაზამ ბოლო თამაშები. ცუდ ფორმაშია
კარგია რომ მთლიანობაში გუნდმა და ლიდერებმა აკრიფეს, მაგრამ ზაზას შედეგიანობის დაცემა
(არა მხოლოდ ქულებში) მაფიქრებს. დურანტიც ბრუნდება და ისე არ მინდა გამოვიდეს რომ ზაზას დრო შეუმცირონ, ხოლო პლეი-ოფში სასტარტოდან ამოაგდონ
ამოაგდონ კი არა ზუსტად პლეი ოფებისთვის ინახავენ და ამიტომაც არ ათამაშებენ მთელი დატვირთვით
აკრიფა, როგორც იქნა სტიოპამ.DD
ონლეანთან უნდა წააგონ წესით... გრძელი სერია გამოუვიდათ მოგებების
შევიდა ფორმაში გოლდენი, კარი და კლეიც მოვიდნენ აზრზე. ზაზამ მოუკლო შედეგიანობას.
კლივლენდი გამოფხიზლდა და პირველზეც გავა აღმოსავლეთში. რა ცოტა დააკლდა ვესტბრუკს, გადაიდო ცოტა რეკორდი